ქართულის ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრისა და ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ევროპული საქართველო არის გუნდი, რომელმაც ყველაზე კარგად გაიზრა წარსულის შეცდომები და იცის, რა არის გუნდურობა. არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ის, ევროპულ საქართველოსთან ერთად, ბათუმს და მთლიან საქართველოს მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„ეს ადგილი ჩემთვის ძალიან სიმბოლურია, რადგან მეოთხედი საუკუნის წინ, აქ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობდი, ვასწავლიდი პოლიტოლოგიას და მაშინ მხოლოდ იმიტომ, რომ საგანთან ერთად ვქადაგებდი თავისუფლებას, მგლის ბილეთით გამაძევეს უნივერსიტეტიდან. ჩემთვის ყველაზე მისაღები და ოპტიმალური გადაწყვეტილება ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობის არის, ყოფნა ევროპული საქართველოს გუნდთან, რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც იცის, რა არის სამართლიანი მმართველობა", — განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისი თქმით, ბათუმელები გააკეთებენ არჩევანს და ეს იქნება დასავლური, არარუსული გუნდი — ევროპული საქართველო.

არმაზ ახვლედიანი 2016 წლამდე პარტია ქართულ ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი იყო. პარტიის დატოვების შემდეგ მან განმარტა, რომ მმართველი ძალა წლების განმავლობაში ახერხებდა, გაეყალბებინა არჩევნები; სასურველი შედეგი მოეტანა ხელმძღვანელობისთვის; მათთვის ყველაფერზე ეთქვა კი და არასდროს — არა.