ემი 2020: სატელევიზიო სამყარო ვირტუალური ცერემონიისთვის ემზადება
დღეს, 20 სექტემბერს ე.წ. "სერიალების ოსკარების" დაჯილდოება გაიმართება და ამერიკული სატელევიზიო აკადემია გასული წლის ფავორიტ პროექტებსა თუ ხელოვანებს შორის გამარჯვებულებს დაასახელებს.
მართალია, ემის დაჯილდოება ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა წლევანდელ, 72-ე დაჯილდოების ცერემონიას განსაკუთრებული გამოცდის ჩაბარება მოუწევს: ის პირველი დიდი ჰოლივუდური ღონისძიება იქნება, რომელიც პირდაპირ ეთერში დისტანციურად გაიმართება.
ეს რას ნიშნავს, ყველა კაშკაშა ვარსკვლავს ერთად ვერ ვიხილავთ? ვერც წითელ ხალიჩაზე შევაფასებთ მათ ჩაცმულობას? სამწუხაროდ, ასეა, თუმცა ყველაფერი არც ისე ტრაგიკულადაა, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს და ამ სტატიაში ყველა იმ მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ გიამბობთ, რაც წლევანდელი დაჯილდოების შესახებ უნდა იცოდეთ.
ემის დაჯილდოებას ტრადიციულად ეყოლება წამყვანი და ის ცნობილი ამერიკელი სატელევიზიო სახე ჯიმი კიმელი იქნება. ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა კიმელი ამ ამპლუას მოირგებს: ის უძღვებოდა ამავე ღონისძიებას 2012 და 2016 წლებშიც.
მართალია, ჯიმი კიმელს სიტყვის მომზადება, ხუმრობების მოფიქრება და მთელი პროცესის გაძღოლა ისევ მოუწევს, თუმცა ერთი უჩვეულო გარემოების თანხლებით: ცარიელ დარბაზში.
დაჯილდოების ორგანიზატორებმა ნომინაციების გამოცხადებისას აღნიშნეს, რომ წლევანდელი ემი მხოლოდ ონლაინ გაიმართება:
"ალბათ, როგორც თავადაც ვარაუდობდით, წელს სტუმრებს ნამდვილად არ ვთხოვთ, რომ ლოს-ანჯელესში მდებარე მაიკროსოფტის თეატრში მობრძანდნენ".
ამის მიუხედავად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს საყვარელ სახეებს საერთოდ ვერ ვიხილავთ: ნომინანტები თუ სხვა მოწვეული სტუმრები სახლიდან ან სხვა მათთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან დისტანციურად ჩაერთვებიან.
მეტიც — როგორც BBC-სთან საუბარში მსახიობმა ბრაიან კოქსმა აღნიშნა, ყველა ნომინანტის კართან სპეციალური წარმომადგენელი იქნება, რომელსაც ემის ჯილდო ექნება ხელში და გამარჯვების შემთხვევაში ნომინანტს პირდაპირ სახლში მიართმევენ პრიზს.
შესაბამისად, ჩვენ გამარჯვებულების სიხარულის გაზიარება და მათი ტრადიციული სიტყვის მოსმენის შესაძლებლობაც გვექნება.
როგორც დაანონსებულია, დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში 138 ცნობილი სახე მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც დისტანციურად ჩაერთვებიან ათი ქვეყნის 114 სხვადასხვა ადგილიდან, მათ შორის ისეთი ქალაქებიდან, როგორებიცაა ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი, თელ-ავივი, ლონდონი და ბერლინი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზატორებს მოუწევთ მსოფლიოს არაერთ წერტილში იზრუნონ მაღალი ხარისხის გადაღებაზე, განათებაზე, მიკროფონის გამართულობაზე და ა.შ.
სამწუხაროდ, წელს ვერ ვიხილავთ ტრადიციულ წითელ ხალიჩას: სახლიდან ჩართული ვარსკვლავები, დიდი ალბათობით, ძვირად ღირებული კაბებისა თუ კოსტიუმების ნაცვლად პიჟამებით გამოჩნდებიან.
რამდენიმე საათში დაიწყება ემის დაჯილდოება და ვის აქვს გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი წელს?
HBO-ს მინისერიალმა Watchmen რეკორდი მოხსნა და 26 ნომინაცია მოიპოვა. ამავე სახელწოდების საკულტო გრაფიკული რომანის მიხედვით გადაღებული ეს დრამატული სერიალი გასულ წელს გამოვიდა და მალევე როგორც მრავალი ათასი მაყურებლის, ისე კრიტიკოსების ერთმანეთზე უფრო დადებითი შეფასებები დაიმსახურა, რაც დეიმონ ლინდელოფის ამ შოუს წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორად მოიაზრებს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ Watchmen-ის დამსახურებით წელს რეკორდული მაჩვენებელია ნომინაციებზე წარდგენილი შავკანიანი მსახიობებისა — სრული ნომინანტების 34%, რომელთა უმეტესობაც სწორედ ამ სერიალის სამსახიობო გუნდის წარმომადგენლები არიან.
წელს ნომინაციების მთლიანი რაოდენობით კვლავ ნეტფლიქსი ლიდერობს: ამ სტრიმინგ სერვისის პროდუქცია 160 ნომინაციაში წარდგენილი. მეორე ადგილს იკავებს HBO 107 ნომინაციით.
სატელევიზიო შოუებს შორის ნომინაციების რაოდენობით ლიდერი ხუთეული კი ასე გამოიყურება:
- Watchmen — 26;
- The Marvelous Mrs Maisel — 20;
- Succession — 18;
- Ozark — 18;
- Schitt's Creek — 15;
- The Mandalorian — 15.
დაჯილდოება თბილისის დროით 21 სექტემბერს, დილის 4 საათზე დაიწყება და მალევე On.ge ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას გამარჯვებულების ვინაობისა და ყველა მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები