გურიის ლაბორატორია კორონავირუსის ტესტების პასუხებს აგვიანებს და დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. ამის შესახებ გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ჩამოვიტანეთ 49 ბიოლოგიური მასალა და ველოდებოდით პასუხს, მაგრამ, სამწუხაროდ, პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს. მიზეზად ასახელებენ, რომ ლაბორატორია გადატვირთულია. გურიის ლაბორატორია იმ დატვირთვით ვერ მუშაობს, რა შეკვეთასაც ჩვენ ვაძლევთ", — განაცხადა არჩილ მჟავია.

მისი თქმით, საკითხი ადგილობრივი ხელმძღვანელობის წინაშე უკვე დაყენებულია.