დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა.

ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემების გადანაწილება შემდეგია:

  • თბილისი — 30;
  • ქუთაისი — 19;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 6,
  • ქვემო ქართლი — 5;
  • შიდა ქართლი — 1;
  • გურია — 4;
  • მცხეთა-მთიანეთი — 2;
  • კახეთი — 1.

20 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 502 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 494 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 5 014 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: