ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებას წყალტუბოში დაესწრო. როგორც იგი ამტკიცებს, მისი იქ ყოფნა მმართველი გუნდის მხარდაჭერას არ ნიშნავს.

"თქვენ მე გგონივართ ახლა ადამიანი, რომელსაც ჭკუა უნდა ასწავლოთ? ჩემი გამოსვლა იყო მხარდაჭერის? ჩემი სიტყვით გამოსვლა იყო, არა? მე პატივი მივაგე ხელისუფლების, პირველი პირის მოსვლას აქ, გუშინაც და დღესაც", — უთხრა მან ჟურნალისტებს.

ქართული ოცნება მეორე დღეა იმერეთში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. ღონისძიებებს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებიან.

18 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე და სხვა სასულიერო პირები გელათი ტაძრის ეზოში ქართული ოცნების პოლიტიკურ ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს.

უკვე დღეს ვანში მსგავსი შინაარსის ღონისძიებას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ესწრებოდა.