გიორგი გახარია

19 Sep. 2020, 17:17

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ 2012 წელს ქვეყანა ისეთ დღეში დაგვხვდა, რომ ადამიანის ჯანდაცვა საერთოდ უგულებელყოფილი იყო, ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყო უგულებელყოფილი, საერთოდ, გზებზე, წყალმომარაგებაზე, როგორ შეიძლება ოცდამეერთე საუკუნეში ვანში ნორმალური, 24-საათიანი წყალმომარაგება არ არსებობდეს.

ამას ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ, არავის არაფერში უნდა შევეჯიბროთ, თავი უნდა დავხაროთ და 24-საათიანი შრომით, ყოველდღიურად, ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და უნდა გვქონდეს ხვალინდელი დღის იმედი. ერთად შრომით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. მარტივ, ელემენტარულ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად იმაზე, რომ ქვეყანაში შიდა სოფლის გზები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ვანში სერიოზული პრობლემაა, როგორც წყალმომარაგება, ისე სანიაღვრე არხები, ასევე მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და კიდევ ბევრი რამ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ