სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.