მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, სქროლის გუნდი ცდილობს შეამციროს პანდემიის გავრცელების რისკები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ელექტროსკუტერი, სოციალური დისტანცირების თვალსაზრისით, ყველაზე ოპტიმალური სატრანსპორტო ალტერნატივაა. ამასთანავე, სქროლის გუნდი ცდილობს მისი მომხარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს და სეიფსეტთან მეგობრობის ფარგლებში სკუტერები სადეზინფექციო ხსნარებით აღჭურვა.

"სქროლის პირველი გამოჩენა, სწორედ ეპიდაფეთქების პერიოდში მოხდა, რაც ერთგვარი გამბედავი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან. ქალაქში შემოსვლის დღიდან, ყველა სკუტერი, რომელიც შემოდის და გადის ჩვენი სერვის ცენტრიდან, იწმინდება სპეციალური სითხეებით და მუშავდება სადეზინფექციო ხნსარით. დაგროვილმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სქროლის გუნდი მზად არის ზედმიწევნით გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას და დაიცვას ყველა რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ. სეიფსეფტთან შემდგარი პარტნიორობა, ჩვენი კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ სქროლი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო ტრანსპორტი", — ჯუღა სიხარულიძე, სქროლის Operations Director.

ფოტო: სქროლი

კომპანია სეიფსეპტი ბაზარზე 2018 წლიდან არსებობს და პრემიუმ ხარისხის, ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელ სადეზინფექციო ხსნარს აწარმოებს. ყველა ჩვენგანს ყოველდღიურად ასობით სხვადასხვა ზედაპირთან უწევს შეხება, ამიტომაც მნიშვნელოვანია ხშირი დეზინფექცია — არასასურველი შემთხვევებისა და ვირუსების თავიდან ასარიდებლად, განსაკუთრებით კი დღევანდელი პანდემიის ფონზე.

"ამიერიდან სქროლის ყველა მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს სეიფსეპტის პრემიუმ ხარისხის სანიტაიზერი მგზავრობამდე და მგზავრობის შემდეგ. გვიხარია, რომ ჩვენი და სქროლის ღირებულებები ემთხვევა, ვგრძნობთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და ვფიქრობთ, რომ ჩვენი კოლაბორაციით მომხმარებელი მაქსიმალურად დაცულად, უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრებს", — თამთა ჭოჭუა, სეიფსეპტის დამფუძნებელი.

დღეს მიკრომობილობის განვითარება საზოგადოებისთვის ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. ბევრი ადამიანი ეძებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივას საჭირო ლოკაციამდე მისასვლელად. მათ უსაფრთხო გადაადგილება სჭირდებათ. ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებები ადამიანებთან კონტაქტს სრულიად გამორიცხავს და თავის თავში სოციალურ დისტანცირებასაც გულისხმობს, რაც მოცემულ მომენტში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.