ხაშურში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, 18 სექტემბერს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთ კომპანიაში ყოფილი დასაქმებულია, ხოლო დაკავებული მისი უფროსი იყო. სავარაუდოდ, გარდაცვლილი დამსაქმებელთან დანით შევარდა და ემუქრებოდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი ფეხში ესროლა. ადგილობრივები ტელევიზიებთან ყვებიან, რომ გარდაცვლილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებით მიმდინარეობს.