დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, COVID-19-ის გამოვლენილი 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით გადანაწილება ასეთია: თბილისი — 30, იმერეთი — 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 11, გურია — 4, კახეთი — 3, შიდა ქართლი — 3, ქვემო ქართლი — 2, მცხეთა-მთიანეთი — 2, სამცხე-ჯავახეთი — 1.

მისივე თქმით, კრიტიკულად მძიმე 14 პაციენტია და მძიმეთა სიაში 70-ზე მეტი პაციენტია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.

19 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 306 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 481 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. კარანტინში არის 5 014 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: