ქარელი-ხაშურის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 11 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, დაშავებულები ქარელის კლინიკაში გადაიყვანა და 11-დან 4-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.