ერიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლაშა ცუცქირიძის და, თეონა ცუცქირიძე აცხადებს, რომ სახლთან თავს დაესხნენ და მის ძმას სცემეს. ის ავრცელებს ფოტოებს, რომლებშიც ჩანს, რომ ლაშა ცუცქირიძე დაშავებულია.

ენმ-ს საბურთალოს შტაბის წევრი ზვიად კუპრავა TV პირველთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ცუცქირიძე ამავე შტაბიდან ოჯახთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ნიღბიანი, სავარაუდოდ, ე.წ. კასტეტებით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. კუპრავას განცხადებით, ეს იყო თავდასხმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე და ამაში ის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

მომხდართან დაკავშირებით On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.