სვანეთში, მესტიაში ქალი დაჭრეს. ამ ეტაპზე უცნობია დამატებითი დეტალები დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დამნაშავის ადგილმდებარეობის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.