ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და ესპანურ IE University-სა და რუმინულ Babeş-Bolyai University-სთან თანამშრომლობით 2020 წლის 10 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 22 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ამ ბმულზე.

ფოტო: International School of Management

International School of Management (ISM) მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლაა, რომელიც 1990 წელს დაარსდა დორტმუნდში და მას შემდეგ ერთ-ერთი წამყვანი კერძო ბიზნეს სკოლაა გერმანიაში.

დორტმუნდის მთავარი კამპუსის გარდა, ISM-ს კიდევ ექვსი კამპუსი აქვს ფრანკფურტში, ბერლინში, მიუნხენში, კელნში, ჰამბურგსა და შტუტგარტში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება ნებისმიერ კამპუსზე და ასევე მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, რომლებიც წარმოებს 180- ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან.

მიიღე ინფორმაცია უნივერსიტეტის მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამების, სწავლის თითოეულ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, MBA) მიღების კრიტერიუმებისა და დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ISM გთავაზობთ. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.

საბაკალავრო პროგრამების ხანგრძლიოვობა სამი წელია და დამატებით ერთი სემესტრი საზღვარგარეთ. სწავლის საფასური დამოკიდებულია კამპუსის ადგილმდებარეობაზე, დორტმუნდის, კოლნის, შტუტგარტისა და ბერლინის კამპუსებში პროგრამა წელიწადში 10560 ევროდან იწყება. ფრანკფურტის, მიუნხენისა და ჰამბურგის კამპუსებში კი 11160 ევროდან.

სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობა კი წელიწადნახევარია დადორტმუნდის, კოლნის, შტუტგარტისა და ბერლინის კამპუსებში საფასური 12360 ევროდან იწყება. ფრანკფურტის, მიუნხენისა და ჰამბურგის კამპუსებში კი 12960 ევროდან.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ISM მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 10 ოქტომბერს, 12 საათიდან 18 საათამდე. შემოგვიერთდით.