სვანეთის, სოფელ ბეჩოში ცოლ-ქმარზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაჭრილია 55 წლის ქალი. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სახლში, 17 სექტემბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული — მე-19-108-ე, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას გულისხმობს.