დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს უნივერსიტეტში დაუდასტურეს.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს, ინფიცირებული თანამშრომლები დისტანციურად მუშაობენ და სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

18 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 3 119 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 435 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: