სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს და აცხადებს რომ ამ სიმძიმეს ეროვნული ვალუტის კურსი ყველაზე მეტად გამოხატავს. ვაშაძის განცხადებით, ამ ფონზე მთავრობა რეალობას სრულიად მოწყვეტილია და შთაბეჭდილება იქმნება, რომ სულ სხვა საქართველოში ცხოვრობენ.

"ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა და ამას ლარის კურსიც გამოხატავს, რომელიც როგორც წესი, ყველაზე ნათელი მაჩვენებელია იმ უდიდესი გაჭირვებისა და თავის ტკივილისა, რაც ქვეყანაშია. დღეს კიდევ ვუსმენთ მთავრობის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში, რომლებიც უბრალოდ რეალობას მოწყვეტილები არიან, ისინი საუბრობენ სხვა საქართველოზე, სადაც თვითონ დალხენილად ცხოვრობენ და ხალხი არის იქ, სადაც უკიდურესი გაჭირვებაა. აი, ეს უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს, ეს არის პროფესიონალიზმი, უვიცობა, კორუმპირებულობა და საკუთარ თავზე ორიენტირებულობა, რადგან მათი მოსმენაც კი, უკვე გამაღიზიანებელია, ეს ადამიანები იმდენად დიდ სიცრუეებზე საუბრობენ ყოველთვის", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.