ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2016 წელს გარდაიცვალნენ
2016 წელი შესაძლოა ბევრს უსიამოვნოდ გაახსენდეს, განსაკუთრებით მათ, ვინც წელს საყვარელ მომღერალს, მსახიობს ან მწერალს დაემშვიდობა.
მოდით, გავიხსენოთ, ვინ შეიწირა 2016-მა და იმედი დავიტოვოთ, რომ წლის ბოლომდე მათ რიცხვს არავინ მიემატება.
დევიდ ბოუი (1947 - 2016)
დევიდ ბოუი ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკოსი იყო. თამამი, პროვოკაციული და თვითმყოფადი ხელოვნების საშუალებით ის მუდმივად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას გენდერისა თუ სექსუალური ორიენტაციის საკითხების შესახებ. კარიერის მანძილზე ბოუის გაყიდული აქვს 136 მილიონი ალბომი და ბრიტანეთის პოპ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსების ათეულში საპატიო ადგილს იკავებს.
ალან რიკმანი (1946 - 2016)
ალან რიკმანი ბრიტანული თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობი იყო. მას მაყურებელი იცნობს, როგორც პროფესორ სნეიპს ჰარი პოტერზე შექმნილი ფილმებიდან, თუმცა გულმხურვალე თაყვანისმცემლებს მის მიერ შესრულებული კიდევ ბევრი როლი ახსოვთ (კერკეტი კაკალი, რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული და ა.შ).
ჰარპერ ლი (1926 - 2016)
მწერალი ჰარპერ ლი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის ავტორია. რომანი ნუ მოკლავ ჯაფარას პულიცერის პრიზით დაჯილდოვდა 1960 წელს. 2007 წელს მწერალს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადაეცა.
უმბერტო ეკო (1932 - 2016)
ცნობილი ბესტსელერის ვარდის სახელის ავტორი უმბერტო ეკო იტალიელი კულტუროლოგი, სემიოტიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი იყო. მისი კარიერა დაიწყო წიგნით წმინდა თომას ესთეტიური პრობლემა, რომელსაც 1959 წელს მეორე ნაშრომი, შუა საუკუნეების ესთეტიკის განვითარება მოჰყვა. ამ ორი წიგნით უმბერტო ეკომ შეძლო თავის დამკვიდრება იმდროინდელი იტალიის სამეცნიერო წრეებში, როგორც შუა საუკუნეების დიდმა მცოდნემ.
ჯორჯ მარტინი (1926 - 2016)
ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი, ინგლისელი პროდიუსერი, კომპოზიტორი, დირიჟორი, აუდიო ინჟინერი და მუსიკოსი ჯორჯ მარტინი მარტში გარდაცივალა. მას ხშირად უწოდებენ The Beatles-ის მეხუთე წევრს, რადგან სწორედ მისი მონაწილეობით ჩაიწერა ჯგუფის ყველა ალბომი.
პრინსი (1958 - 2016)
პრინსი მომღერალთან ერთად პროდიუსერიც იყო. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა შემსრულებელთან ერთად მას რამდენიმე ასეული ალბომი აქვს გამოცემული. შვიდი გრემის, ერთი ოქროს გლობუსისა და ერთი ოსკარის მფლობელი მუსიკოსი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მუჰამედ ალი (1942 - 2016)
ამერიკელი მოკრივე და 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუჰამედ ალის სასუნთქი სისტემის დაავადება ჰქონდა, რასაც კიდევ უფრო ართულებდა პარკინსონის დაავადება. ალი პირველი მძიმეწონოსანი მოკრივე გახდა, ვინც 1964, 1974 და 1978 წლებში მსოფლიო ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მან 61 ბრძოლიდან 56 მოიგო.
შიმონ პერესი
ისრაელის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პერესმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ის იმ დროისათვის არმიაში მსახურობდა. მოგვიანებით კი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ერთი, ხოლო პრემიერმინისტრის პოსტზე ორი ვადით იმსახურა. შიმონ პერესი პოლიტიკოსებს შორის იმითაც გამოირჩეოდა, რომ მომხრე იყო პალესტინელებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და 1994 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც კი მიიღო.
ლეონარდ კოენი (1934 - 2016)
კოენის კარიერა 50 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. მისი ყველაზე ცნობილი ჰიტი Hallelujah 1984 წელს გამოვიდა და ამჟამად მსოფლიოში ამ სიმღერის 300-ზე მეტი ვერსია არსებობს.
ფიდელ კასტრო (1926 - 2016)
კასტრო 1959 წლიდან კუბის რევოლუციის ლიდერი და მთავრობის მეთაური იყო. ფიდელ კასტრო კუბას, როგორც ერთპარტიულ სახელმწიფოს 50 წლის მანძილზე მართავდა, სანამ ის რაულ კასტრომ არ ჩაანაცვლა 2008 წელს.
ჟა ჟა გაბორი (1917 - 2016)
მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ჟა ჟა გაბორმა 70-ზე მეტ ფილმში ითამაშა (მულენ რუჟი, ლილი, საზოგადოების ნომერ პირველი მტერი) და საზოგადოებას თავი სკანდალური პირადი ცხოვრებითაც დაამახსოვრა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის ხშირად ავადმყოფობდა. 2011 წლის დასაწყისში ექიმებმა მას განგრენის გამო მარჯვენა ფეხი მოჰკვეთეს, 2015 წელს კი ერთადერთი შვილი გარდაეცვალა.
ჯორჯ მაიკლი
გრემის ორგზის გამარჯვებულმა ინგლისელმა მუსიკოსმა ჯორჯ მაიკლმა სახელი დუეტ Wham!-ში სიმღერით გაითქვა. შემდეგ კი არანაკლებ წარმატებული სოლო კარიერა ჰქონდა. მისი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Faith ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი დისკია.
კერი ფიშერი (1956 - 2016)
ამერიკელი მსახიობი კერი ფიშერი, რომელმაც მსოფლიოს თავი ვარსკვლავური ომებიდან პრინცესა ლეიას როლით დაამახსოვრა, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფიშერი რამდენიმე დღის წინ საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე მიემართებოდა თვითმფრინავით, როცა ინფარქტი დაემართა.
დები რეინოლდსი (1932 - 2016)
ლეგენდარული მსახიობი დები რეინოლდსი შვილის, კერი ფიშერის, სიკვდილიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ინფორმაცია რეიონლდსის მეორე შვილმა, ტოდ ფიშერმა, გაავრცელა: "ის ახლა კერისთან ერთადაა, მაგრამ ჩვენ უსაზღვროდ გულგატეხილები ვართ".
BBC-ის ცნობით, 84 წლის მსახიობი საავადმყოფოში სავარაუდო გულის შეტევით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტოდ ფიშერის თქმით, მისი დის, კერი ფიშერის სიკვდილი, დედისთვის მეტისმეტი იყო და მისი ბოლო სიტყვები სწორედ ამას უკავშირდებოდა: "მე მინდა ჩემს კერისთან ერთად ვიყო".
დები რეინოლდსი ცნობილია საკუთარი როლებით ფილმებში: წვიმაში მომღერალი, ჩაუძირავი მოლი ბრაუნი და მრავალი სხვა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები