გუშინ გვიან ღამით ისანში სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციას ეხმიანება სტრატეგია აღაშენებლის თავმჯდომარე. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, უკვე წლებია რაც აღნიშნული პრობლემა არსებობს და მოქალაქეებს ბინებს არ უკანონებენ. ვაშაძის თქმით, თუ ხელისუფლება რამდენიმე დღეში ამ მოქალაქეთა პრობლემას არ მოაგვარებს, საპასუოდ პროტესტს მიიღებს

"უმძიმესი ვითარებაა ისანში, სადაც უკვე წლებია დევნილებს ფართს არ უკანონებენ. მე მინდა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ეს ადამაინები უკვე ათწლეულებია უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. ბოლოს და ბოლოს რა გახდა მარტივი ბიუროკრატიული პროცედურა, რომ მათზე ორიენტირებულად შეასრულოს მთავრობამ. პირდაპირ ვამბობ, როგორც გუშინ გავათავისუფლებინეთ ქალბატონი, სამი შვილის დედა, რომელიც პოლიციას დაკავებული ჰყავდა, აი ასე მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. ვაფრთხილებ ხელისფლებას, გაქვთ რამდენიმე დღე, მოაგვარეთ ეს დაკანონების საკითხი, თორემ მიიღებთ ძალიან დიდ პროტესტს და მე ამ ხალხს გვერდში დავუდგები აუცილებლად", — გიორგი ვაშაძე