ევროპული საქართველოს წევრი ზურა ჭიაბერაშვილი ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებს
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს.
ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩააგდო ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკური კრიზისში. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ჩაფლავდა კორონაკრიზისის მართვაში, სწორედ ამიტომ გაიქცა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.
"საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა უმუშევრობის, ფასების ზრდის, სიღარიბის თვალსაზრისით იყო კოვიდ კრიზისამდეც. 2019 წელს რეკორდულად იყო შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეს ცხადად აჩვენებს,რომ საქართველოში ეკონომიკამ დაკარგა მიმზიდველობა. რამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები? რამ უნდა დაასტაბილუროს ლარი? რამ უნდა შეაჩეროს ფასების ზრდა, თუ ქვეყანაში არ შემოვა ინვესტიცია? ინტერესი ბიძინა ივანიშვილის არის ის, რომ არ შემოვიდეს ინვესტიცია. ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი, სადაც თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება, კეთილდღეობის ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ ვრჩებით ჭაობი, სადაც ადამიანებისთვის პერსპექტივა არ არის", —განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, თურნავას განცხადებებია სრული უტიფრობაა.
"ქალბატონი ნათია, თქვენ მინისტრის მოადგილე იყავით შევარდნაძის მთავრობაში, მაღალი თანამდებობები გეკავათ 2003 წლიდან 2012 წლამდე, დღეს მინისტრი ბრძანდებით ქართული ოცნების მთავრობაში. ახლა რასაც თქვენ ლაპარაკობდით ტრიბუნიდან 2008 წელთან დაკავშირებით, ამას ვოლსკი რომ ლაპარაკობს, ეს გასაგებია, ის ამას ლაპარაკობს მუდმივად, 10-12 წელიწადია, მაგრამ თქვენ, რომელიც მთავრობაში იყავით, ხედავდით როგორ დადიოდა კაბინეტიდან კაბინეტში გიორგი კანდელაკი, ქუთაისის აეროპორტი რომ გახსნილიყო და ვიზეარი და რაინეარი შემოსულიყო და მიუხედავად ამისა, ამას ტრიბუნიდან ლაპარაკობთ, უბრალოდ სირცხვილია. ოდესმე ხომ უნდა შევხვდეთ ან დერეფანში, ან ქუჩაში და თვალებში ერთმანეთს ხომ უნდა შევხედოთ? ასეთი უტიფრობა, რაც მე ახლა თქვენგან მოვისმინე, პირადად მე, ადამიანი, რომელიც დიდი ხანია გიცნობთ, გაოგნებული ვარ. ეს წარმოუდგენელია, რაც თქვენ აქედან ილაპარაკეთ", — განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები