ქართული ოცნების დეპუატატის ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, რთული ვითარების მიუხედავათ, ქვეყანას ჰყავს გამოცდილი "ხომალდის მეთაური და დიდი ქველმოქმედი, რომელსაც ჰყავს ძალიან მაგარი ეკიპაჟი".

"ჩვენი ქვეყანა მართლაც შევიდა ტურბულენტურ ზონაში, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი ხომალდის მეთაური არის გამოცდილი, დიდი ქველმოქმედი, უაღრესად შეყვარებული თავის ხალხზე და თავის ქვეყანაზე, ძალიან მაგარი ეკიპაჟით. სხვათა შორის, ამ ხომალდში ოპოზიციაც იმყოფება, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ საკითხს განაგებს ხომალდში მგზავრთა უმრავლესობა, რომელსაც თქვენ მეგობრებო [ოპოზიცია] ნამდვილად არ წარმოადგენთ", — განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მეზურნიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ეკიპაჟით მოგზაურობა მინიმუმ 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ოპოზიციამ ღვედები შეიკრას და "ბედნიერ ფრენას" უსურვებს.