ევროპული საქართველოს წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს, რის შემდეგაც, უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა მათი მიმართულებით თქვა, რომ ისინი ისევე გარბიან დარბაზიდან, როგორც "ომის დროს გარბოდნენ".

აღნიშნულზე მას გიგა ბოკერიამ რეპლიკით უპასუხა: "ჩვენ შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე".

ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს, ოპონენტები, მათ შორის, ახლანდელი მთავრობის წარმომადგენლები ხშირად ადანაშაულებენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყნიდან გაქცევაში.