NGO-ების კოალიცია პოლიტიკურ პარტიებს პროგრამებში ბავშვთა საკითხების ასახვაში დახმარებას სთავაზობს
კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროგრამებში ბავშვთა საკითხების ასახვაში დახმარებას სთავაზობს. როგორც პრესკონფერენციაზე პარტნიორობა ადამიანის უფლებების იურისტმა, ანა აბაშიძემ განაცხადა, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა საკითხები ხშირად გამოტოვებული აქვთ.
სწორედ ამის გამო, ისინი პარტიებს ინდივიდუალურ შეხვედრებსა და დახმარებას სთავაზობენ, რათა ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მათ წინასაარჩევნო პროგრამებშიც გაჩნდეს.
"ეს არის მინიმალური რამ, რაც უნდა გააკეთოს ყველა პასუხისმგებლიანმა პარტიამ", — აღნიშნა ანა აბაშიძემ.
ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარების პროგრამის კოორდინატორმა, ცირა ბარქაიამ აღნიშნა, რომ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა მოცულობით ანგარიში, რომელიც 10 მწვავე საკითხს მოიცავს, მათ შორისაა ოჯახების გაძლიერება, სოციალური მუშაკები, განათლების პრობლემები, ბავშვთა მიმართ ძალადობა, შშმ ბავშვები და ა.შ.
"არჩევნების მერეც გავაგრძელებთ დაკვირვებას, რომელიც პარტია აღმოჩნდება მართლაც პასუხისმგებლიანი და იმედია, ისე არ მოხდება, როგორც აქამდე ხდებოდა. მეტ-ნაკლებად გვინახავს ბავშვთა თემები პროგრამებში, მაგრამ მერე დავიწყებას მიეცა", — აღნიშნავს ანა აბაშიძე.
მისივე თქმით, ინიციატივის გაჟღერებამდე რამდენიმე პარტია მათ უკვე დაუკავშირდა და პრობლემების ამსახველი დოკუმენტი ითხოვეს.
კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის 2012 წელს შეიქმნა. ის თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომლის მიზანია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის გამართვა. დღეისათვის ორგანიზაცია აერთიანებს 49 ორგანიზაციას. კოალიციის ძირითად საქმიანობა ბავშვის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ადვოკატირებაა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები