იაპონური ანიმეს ფანებისთვის დიდი ნოსტალგიური საჩუქარი გვაქვს — ხუთშაბათს, 17 სექტემბერს, შამანების ხელმწიფის (Shaman King) 2021 წლის რიმეიქის პირველი ტრეილერი გამოვიდა.

შოუს პირველი კადრები ოფიციალურ ვებსაიტზე დაიდო და შეგიძლიათ, აქვე იხილოთ:

რიმეიქის გამოშვება მომავალი წლის აპრილში იგეგმება. როგორც ოფიციალური ინფორმაციით გაირკვა, შოუში ორიგინალი გამხმოვანებლების ნაწილი დაბრუნება, თუმცა მთავარი პერსონაჟის, იო ასაკურას, გამხმოვანებელი შეიცვალა. მას ამჯერად იოკო ჰიკასა გაახმოვანებს.

ამიდამარუს, ანა კიოიამასა და ჰაო ასაკურას კვლავ კატსუიუკი კონიში, მეგუმი ჰაიაშიბარა და მინამი ტაკაიამა გაახმოვანებენ, შესაბამისად.

შამანების ხელმწიფე ჰიროიუკი ტაკეის მანგაა, რომლის გამოცემაც 1998 წელს დაიწყო. ის იო ასაკურას თავგადასავლებს მოგვითხრობს. იო შამანია, ანუ მას ადამიანებსა და სულებს შორის შუამავლობა შეუძლია. ამბავი ტურნირის სტილს მიუყვება, სადაც გამარჯვებულს სურვილს უსრულებენ.

მანგა 2001 წელს ანიმედ გარდაქმნეს, რომელიც ქართული მაყურებლისთვის კარგადაა ცნობილი.

2021 წლის რიმეიქს ჯოუჯი ფურუტა გადაიღებს, ანიმაციას კი სტუდია Bridge ითავებს.

ამავე თემაზე: