სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, თეონა აქუბარდია სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება
სტრატეგია აღმაშენებლის სპიკერი სერგეი ლავროვის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოზე საუბრობს. როგორც თეონა აქუბარდია აღნიშნავს, ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ რუსეთი საარჩევნო პერიოდში საქართველოს შიდა პროცესებში ჩაერევა.
"ცნობილია, რომ რუსეთი შეეცდება საარჩევნო პერიოდში ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში და გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ დიდი ხანია საუბრობს ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩიც. აღნიშნული განცხადება სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ბატონი ლავროვი სიცოცხლეზე მუქარით ცდილობს საქართველოში დაანახოს მოსახლეობას რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის უალტერნატიობა. ამასთან მისი განცხადება აგვისტოს ომზე, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ჩვენი ჯარის მომზადებასა და ამ ომის დაწყების საქართველოზე გადაბრალება სამწუხაროდ ემთხვევა ქართული ოცნების ნარატივს. მეტიც, როდესაც მცოცავი ოკუპაციის ფონზე ოცნება აცხადებს, რომ ის არის ერთადერთი მთავრობა, რომელსაც ომი არ ჰქონია რუსეთთან, არ დაუკარგავს ტერიტორიები და ის არის გარანტია სტაბილურობის და მშვიდობის, სწორედაც აძლიერებს ამ განწყობებს. ის, რომ რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია 2008 წელს და დღესაც აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას და უკანონო ბორდერიზაციას აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მხარდაჭერილია მათ მიერ და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ ამ პრინციპის პატივისცემით, ქვეყნის სრული დეოკუპაციით და რუსული საოკუპაციო ჯარების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანით", — აცხადებს თეონა აქუბარდია.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები