ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, უცხოეთის მოქალაქეებს იმიტომ არ უწევთ კარანტინის გავლა, რომ მათი კონტაქტების მოძიება გაცილებით მარტივია.

"ჩვენ ძალიან სწრაფად ვაკეთებთ თითოეული კერის ლოკალიზებას, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მოვიკლებთ კონტაქტს. უცხოელი ადამიანის, ვინც შემოდის საქართველოში, კონტაქტების მოძიება გაცილებით უფრო მარტივია, იმიტომ რომ ის შემოდის წინასწარ და კონტროლი არის გაცილებით მარტივი", — განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, როდესაც ოჯახის ერთ წევრს უწევს კარანტინი, მეორესაც შეუძლია გაიზიაროს.

"როცა ერთი ოჯახია და კითხვა ისმის, რატომ მიდის ერთი ოჯახის წევრი კარანტინში და მეორე არა, ჯერ ეს ერთი, მეორე წევრსაც აქვს სრული უფლება, გაიზიაროს ეს კარანტინი", — განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ევროპულმა საქართველომ დაიბარა. სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.