დაიწყება თუ არა სწავლა სკოლებში 1 ოქტომბერს კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას — ლევან კობერიძე
ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ, ასევე პარტიის წარმომადგენლებმა ჯანდაცვისა და განათლების სამუშაო ჯგუფიდან, ბრიფინგი გამართეს და პანდემიის პერიოდში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მენეჯმენტში არსებული კრიზისი განიხილეს.
პარტიის ლიდერები ბრიფინგის მსვლელობისას შეეხნენ ისეთ თემებს, როგორიცაა:
- კომუნიკაციის პრობლემა ჯანდაცვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის;
- დაგვიანებული გადაწყვეტილებები;
- სიტუაციის ანალიზის არარსებობა;
- სწავლის პროცესის ჩაშლა.
ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვერ უზრუნველყოფენ პროცესის სწორად მართვას და სასწავლო წლის დროულად დაწყებას. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მხოლოდ პოლიტიკურ ქულებს იწერენ და რეალურად საქმეს არ აკეთებენ.
"ოცნების მთავრობა მოსახლეობას ვერ სთავაზობს კოვიდ-19-ის გარშემო შექმნილი ყოფითი პრობლემების მოგვარების თანმიმდევრულ გეგმას და მოქმედებებს, რაც ადამიანებში ლოგიკურად იწვევს ქაოსის განცდას. ადამიანები ვერ გეგმავენ ცხოვრების უახლოეს ერთ-ორთვიან პერიოდსაც კი. მათ შორის, ბავშვების სასწავლო პროცესისათვის მომზადებას. ეს არის არა კოვიდ-19-ის მართვა ან მასთან თანაცხოვრების სწავლა, არამედ შეკეტვის პოლიტიკის გაგრძელება. გაურკვეველია, ნამდვილად დაიწყება თუ არა სწავლა მთავრობის მიერ დაანონსებულ 1 ოქტომბერს. მთავრობის მუდმივი მოწოდება "ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან" უნდა დაიწყოს სასწავლო პროცესის მოგვარებიდან, რაც მთავრობამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო", — განაცხადა ლევან კობერიძემ.
ლელოს ლიდერები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებასაც შეეხნენ, რომლის მიხედვითაც სკოლებს მოსამზადებლად მხოლოდ ერთი თვე მიეცათ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების წესებს Covid-19-ის პანდემიის პერიოდში, გამოქვეყნდა 2020 წლის 14 აგვისტოს და ითვალისწინებს, რომ საქართველოს ყველა სკოლამ უნდა სრულად შეასრულოს ბრძანებაში მითითებული პირობები 14 სექტემბრისთვის.
ლელოს ლიდერის, ვატო სურგულაძის თქმით, ეს არის არარეალური დრო და სკოლები ვერ მოასწრებდნენ დროულად მომზადებას.
"იმის მიუხედავად, რომ ბრძანებაში მითითებული მოთხოვნები საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი, ეს ბრძანება დაგვიანებითაა გამოცემული და მათი შესრულება 1 თვის ვადაში საჯარო სკოლებისთვის საკმაოდ რთულია და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც. ქუთაისის #32 სკოლაში მომხდარი ფაქტი, როდესაც 21 თანამშრომელი დაავადდა კორონავირუსით, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის განათლების სისტემა არ არის მზად სასწავლო პროცესის დაწყებისათვის. სისტემის მოუმზადებლობა წარმოადგენს იმ მიზეზს, რის გამოც საქართველოს დიდ ქალაქებში მოხდა სწავლის დაწყების გადატანა 2 კვირით", — განაცხადა სურგულაძემ.
ლელოს მოქმედი ჯანმრთელობის და განათლების თემატური ჯგუფების რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
- მასწავლებლების და სკოლის თანამშრომლების წინასწარი ტესტირება კოვიდ ინფექციაზე;
- სკოლების ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური კუთხით ტექნიკურ/ინფრასტრუქტურული მზაობისთვის სწრაფი ხელშეწყობა და მკაცრი კონტროლის დაწესება;
- სკოლების ექიმების უზრუნველყოფის პრობლემის სასწრაფო გადაჭრა;
- სკოლის ექიმების და სკოლის პერსონალისთვის (მასწავლებლები, სამეურნეო და ადმინისტრაციული პერსონალი) სწავლების ჩატარება Covid-19-ის ინფექციის მართვის შესახებ.
ასევე, არსებობს შემდეგი შეკითხვები და პრობლემები:
- სახელმწიფოს მხრიდან რა ღონისძიებები არის დაგეგმილი, თუ კოვიდის შემთხვევა დაფიქსირდება სასწავლო დაწესებულებაში;
- არსებობს თუ არა მოსწავლეების გადანაწილების გეგმა;
ონლაინ სწავლების პრობლემები:
- ონლაინ განათლება არ არის განათლების სრულყოფილი ფორმა, ამიტომ სახელმწიფოს ამოცანაა, უკიდურეს შემთხვევებში შემოიღოს ამ ტიპის სწავლება;
- შესწავლილია თუ არა ონლაინ სწავლების შესაძლებლობა საქართველოს ყველა რეგიონში;
- რა არის გაკეთებული ონლაინ სწავლების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რეგიონებში.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები