პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. ექიმ ლევან ქარაზანაშვილის განცხადებით, მის სიცოცხლეს ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.

"ექიმებსა და ოჯახის წევრებს შორის გამართული კონსილიუმის შედეგად გადაწყდა, ინფარქტის მწვავე ფაზიდან გამომდინარე ოპერაციის ჩატარებისგან თავი შევიკავოთ. ერთი კვირის შემდეგ კი ექიმებიდა ოჯახის წევრები ისევ შევიკრიბებით და დაიგეგმება შემდგომი მკურნალობის ეტაპები", — განაცხადა ლევან ქარაზანაშვილმა.

გოგი წულაია ქუთაისში კლინიკა ლჯ-შია მოთავსებული. ის გულის მძიმე შეტევით საავადმყოფოში 16 სექტემბერს, დილით გადაიყვანეს.