2020 წლის II კვარტალში ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტით შემცირდა, ამის შესახებ ანგრიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-13.2 პროცენტი), მშენებლობა (-24.5 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-40.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-22.6 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-12.1 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-28.8 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-15.5 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-54.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-24.1 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14.3 პროცენტი), განათლება (11.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (4.7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6.4 პროცენტი).

ფოტო: საქსტატი

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.6 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), მშენებლობა (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), განათლება (5.6პროცენტი).