მარველმა Disney Plus-ის სერიალისთვის She-Hulk ჯენიფერ უოლტერსის — ქალი-ჰალკის — როლზე ტატიანა მასლანი დაამტკიცა.

Marvel Cinematic Universe-ის მეოთხე ფაზის დაწყება COVID-19-ის გამო გადაიდო, მაგრამ ფრენჩაიზის შემდეგი წლების გეგმები უკვე საკმაოდ კარგ ფორმას იძენს. მარველს ფილმებზეც არაერთი საინტერესო იდეა აქვს, თუმცა მეოთხე ფაზაში, Disney Plus-ის დამსახურებით, ბევრ სერიალსაც ვიხილავთ. ასეთი მრავალი პროექტიდან ერთ-ერთია She-Hulk, რომელიც წინა ზაფხულს დაანონსდა.

სერიალის მოვლენები ბრიუს ბენერის (ჰალკის) ბიძაშვილის, ჯენიფერ უოლტერსის, გარშემო განვითარდება. ის ადვოკატია და იმავე სუპერძალებს მიიღებს, როგორსაც ჰალკი. She-Hulk-ს მაყურებელი მოუთმენლად ელის, თუმცა სერიალის შესახებ სიახლეებს მხოლოდ ცოტა ხნის წინ მოეფინა ნათელი. სერიალის სცენარს Rick and Morty-ს სცენარისტი (სერია "Pickle Rick") ჯესიკა გაო დაწერს, რეჟისორი კი კეტ კოირო (Dead to Me) იქნება. ახლა უკვე მთავარი როლის შემსრულებლის ვინაობაც გაირკვა და ის ტატიანა მასლანი იქნება.

ფოტო: BBC

მასლანი ყველაზე მეტად Orphan Black-ში მონაწილეობითაა ცნობილი, რომლისთვისაც მან ემი მოიპოვა. ცოტა ხნის წინ მან ასევე HBO-ს სერიალ Perry Mason-ში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი ის სუპერგმირულ ჟანრში გადმოინაცვლებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება სერიალზე მუშაობა, თუმცა მთავარი როლის შემსრულებლის დამტკიცება მარველს შოუზე პროგრესირების საშუალებას მისცემს. მარკ რუფალომ უკვე დაადასტურა, რომ ის მარველს She-Hulk-ში "ჭკვიანი ჰალკის" სახით გამოჩენაზე ესაუბრება, ამიტომ, სავარაუდოა, რომ ამის ოფიციალურ დასტურს მალე ვიხილავთ. არსებობს ცნობები, რომ სერიალში ასევე გამოჩნდებიან მეორეხარისხოვანი პერსონაჟები თადეუს როსი (რომლის როლსაც MCU-ში უილიამ ჰარტი ასრულებს) და ბეტი როსი (რომლის როლიც 2008 წლის The Incredible Hulk-ში ლივ ტაილერმა) შეასრულა.