ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მოსახლეობას შეხვდა და მათთან ხელშეკრულება დადო.

გიგი უგულავას თქმით, ხელშეკრულება არის იმ პუნქტების ერთობლიობა, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს ევროპული საქართველო გამარჯვების შემთხვევაში. უგულავამ აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული საქართველოს გეგმას შეუძლია ქვეყანა ამოიყვანოს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და მოიტანოს გარდამტეხი ცვლილებები.

"ევროპული საქართველოს კამპანიის ფარგლებში, დღეს უკვე ვიმყოფებით სოფელ დარჩელში და ვდებთ ხელშეკრულებას ხალხთან. ხელშეკრულება მოიცავს პუნქტებს, რომლის შესრულების ვალდებულებასაც ვიღებთ გამარჯვების შემთხვევაში. ესენია გადასახადების დაწევა, პენსიისა და სოციალური დახმარებების გაორმაგება. ხელშეკრულების დადება ხორციელდება შემდეგნაირად: ერთი ნაწილი რჩება მოქალაქეს, სადაც არის ჩვენი ხელმოწერა, ხოლო მეორე ნაწილი მიდის ჩვენ შტაბში და არის ჩვენთვის სახელმძღვენელო, ანუ ხელშეკრულება დადებული კონკრეტულ მოქალაქესთან. შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ვისაც ეს ხელშეკრულება ექნება, აკონტროლოს ნებისმიერი ჩვენგანი, მაგალითად, შევასრულეთ თუ არა პუნქტი, რომელიც მოცემულია ხელშეკრულებაში. ეს არის კონკრეტული გეგმა კრიზისიდან გამოყვანის, ეს არის გარდამტეხი ცვლილებების კონკრეტული გეგმა დაფიქსირებული კონკრეტული ხელშეკრულებით, სადაც ერთი მხარე არის ევროპული საქართველო, ხოლო მეორე მხარე არის კონკრეტული ჩვენი თანამოქალაქე. დარჩელში სწორედ ამით ვართ დაკავებული, ვხვდებით ადგილობრივებს და ვდებთ მათთან ხელშეკრულებას", — განაცახადა გიგი უგულავამ.