საქართველოს ბანკმა Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეექვსე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს.
ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი თავის ერთგულ პარტნიორ Citi-სთან ერთად ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო განვიმტკიცოთ და ჩვენს მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური რესურსი შევთავაზოთ. მსგავსი დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში, როგორც კორპორატიული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ექსპორტ-იმპორტის ტრანზაქციებში. ჩვენი მიზანია, მათთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად დავრჩეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს კიდევ ერთი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებ, რომ კიდევ მრავალი წარმატებული შეთანხმება შედგება მომავალში ჩვენ შორის", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
"ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან გრძელვადიანი ურთიერთობით. უკვე მეექვსე წელია ვაჭრობის დაფინანსების უზრუნველყოფის კუთხით ვაღწევთ შეთანხმებას ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან. ეს ტრანზაქცია არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი საერთო და მუდმივი მცდელობისა, ხელი შევუწყოთ საქართველოს საბანკო სექტორის ზრდას, უფრო ფართო მნიშვნელობით კი წავახალისოთ ძირითადი განვითარებადი ბაზრები", — განაცხადა ჩაფიქ ჰადადმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტებისა და საკორესპონდენციო ბანკინგის, სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების ხელმძღვანელმა EMEA-ს ქვეყნებში.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები