დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დაფიქსირდა.

ეზუგბაიას თქმით, მათგან 114 — ბათუმში, 11 — ქობულეთში, 3 — ქედაში, 1 — შუახევში დაფიქსირდა.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა. კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი, კარანტინში მეთვალყურეობას გადის — 223. გასული ორი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა, კლინიკა და საკარანტინო სივრცე დატოვა 26-მა პაციენტმა. ინფიცირებული პაციენტების მიღება უკვე დაიწყო ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა. რეგიონის სამედიცინო დაწესებულებეში მობილიზებულია 500-მდე საწოლ ფონდი.

18 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 3 119 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 435 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: