იყო აგრესიული, ორჯერ მესროლა — რას ყვება დაჭრილი მორაგბე
მორაგბე, რამაზ ხარაზიშვილი, რომელიც რაგბის კავშირის შეხვედრაზე დაჭრეს, აცხადებს, რომ ამავე კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მერაბ ბესელიამ მას ორჯერ ესროლა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის აღნიშნავს, რომ ბესელია ამ დროს ნასვამ მდგომარეობაში იყო. მორაგბის თქმით, ვიცე-პრეზიდენტთან მანამდე დაპირისპირება არ ჰქონია და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საუბრის დროს ბესელიამ "კონტრკითხვაზე პასუხი ვერ გასცა".
"მას[მერაბ ბესელიას] და გამგეობის თავმჯდომარეს ჰქონდათ დაძაბული საუბარი რა დროსაც დამიძახა, დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვა , იყო აგრესიული და, როდესაც ჩემგან მიიღო ადეკვატური პასუხები და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა, ამოიღო იარაღი და მესროლა 2-ჯერ", — აცხადებს ხარაზიშვილი.
მორაგბე, ასევე, აკრიტიკებს რაგბის კავშირის წევრებს და აცხადებს, რომ ეს არის "ჩინოვნიკების ჯგუფი", რომლებმაც რაგბი კრიზისამდე მიიყვანეს.
"ყველასთვის ცნობილი და მარტივად გასაგები რომ გახდეს, რაგბის სამყარო ისევ ისეთია, როგორიც იყო და, რითიც აქამდე ასე ვამაყობდით. უბრალოდ, აქ არის ერთ მხარეს პატიოსანი და მშრომელი მოთამაშეები, მწვთნელები და ის ხალხი, ვის მხრებზეც ყველაფერი გადადის, ხოლო მეორე მხარეს ჩინოვნიკების ჯგუფი. ადამიანები, რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს, რაგბი ჩაძირეს და კრიზისამდე მიიყვანეს. ესეც არ აკმარეს და ახლა ჩირქს სცხებენ გუშინდელის მსგავსი ქმედებებით და ხალხის თვალში უკარგავენ ყველანაირ პატივისცემას", — აცხადებს მორაგბე.
რამაზ ხარაზიშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ძვალი არ არის დაზიანებული.
16 სექტემბერს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული — 118-ე, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და 236-ე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას გულისხმობს.
გაიგე მეტი:
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები