პარტია მოქალაქეების თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-3 ნომერს, ირაკლი კობახიძეს "არარაობა", "ნული" უწოდა და "თავგაჩეჩილად" მოიხსენია.

"ირაკლი კობახიძე ის თავგაჩეჩილი? ეგ მართლა არარაობა და ნული, რომელსაც ცხოვრებაში ხალხის გაღიზიანები გარდა მართლა რომ არ გაუკეთებია, ჩემზე ამბობს ნულიაო? დამიჯდეს აბა ერთი, დებატებში რატომ არ დადიან?ან სერგენკო დამიჯდეს დებატებში, ან კობახიძე დამიჯდეს და ვის რა გაუკეთებია იმაზე ვილაპარაკოთ", — განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა კობახიძე ამ ფორმით მას შემდეგ შეაფასა, რაც გადაცემის წამყვანმა უთხრა, რომ იმავე სტუდიაში კობახიძემ “აბსოლუტურ ნულად” მოიხსენია.