დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით აჭარაში ზაფხულის განმავლობაში ისეთი სიტუაცია იყო, რომ "კიდევ კარგი, უარესი არ მოხდა". ამის შესახებ მან პალიტრანიუსთან საუბარში განაცხადა.

"მე თვითონ მქონდა შესაძლებლობა, ერთი-ორჯერ ვიყავი აჭარაში ზაფხულის განმავლობაში და ძალიან კარგად იცვებოდა ყველა წესი, მაგრამ რომ გახვიდოდი ქალაქში, ძალიან ბევრ პატარა მაღაზიაში იქნებოდა, თუ ტაქსი იქნებოდა, თუ მიკროავტობუსი, რაც მე ვნახე, კიდევ კარგი, უარესი არ მოხდა", — განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 126 აჭარაშია. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. მონაცემები StopCov-ზე განახლდა.

17 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 2 937 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 422 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: