ქართულ პოლიტიკას სჭირდება ახალი სტანდარტის შემოტანა, სწორედ ამ საქმით მოვდივართ — ხაზარაძე
ლელო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
დღეს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა და ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი წარუდგინა.
ლელოს ლიდერებმა, როგორც რეგიონის პრობლემებზე, ასევე ლელოს "მარშალის გეგმაზე" ესაუბრა.
მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს განუცხადა, რომ არჩევნებისა და ლელოს გამარჯვების შემდეგ პარტიის ლიდერები მათთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ და პირველი სამი თვიდან 4 წლის ჩათვლით ყველა მათგანს გააცნობენ, თუ რას აკეთებს პარტია მათთვის.
"ყოველი ასეთი შეხვედრის დროს დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ თქვენგანთან. დღეს ქართულ პოლიტიკას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კონკრეტული საქმის გაკეთება და ახალი სტანდარტის შემოტანა, ამ საქმით მოვდივართ ჩვენ, ამ საქმეს კი ჰქვია ნდობა. როდესაც მე ვლაპარაკობ დღეს თქვენ წინაშე, 100 დღის შემდეგ მოვალ ისევ ჩემს მეგობრებთან ერთად და რა გავაკეთეთ ამ დღეების განმავლობაში, ყველაფერს გეტყვით. ამას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი, რადგან თქვენთან უშუალო შეხვედრისას მე და ჩემი გუნდი ჩვენი მუშაობის სამი თვის ანგარიშს წარგიდგენთ. 4 წელში კი ლელოს "მარშალის გეგმის" შევასრულებთ და ამას თქვენ ყველანი ნახავთ. ამ გეგმაში მთავარი ადგილი უჭირავს ჩვენს იდენტობას, რომელსაც არ დავკარგავთ და ისე განვვითარდებით", — განაცხადა ხაზარაძემ.
"ლელოს" თავმჯდომარემ საუბრის დასასრულს იმ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგიონებში არსებობს. ხაზარაძის თქმით, ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო მათი პარტიის მთავარი ამოცანაა.
"ზესტაფონი, ჭიათურა, ტყიბული, რუსთავი — ამ ქალაქებში უნდა გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა, რადგან ძალიან ბევრია ამის გამო დაავადებული ადამიანი. გამომწვევი მიზეზი ყველამ ვიცით, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მიზეზი დღეს ბიზნესადაა მონათლული. მე ბიზნესიდან მოვდივარ და ხმამაღლა ვამბობ, რომ ეს ბიზნესი არ არის. როდესაც თანამშრომელს ექცევიან უდიერად და მის ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან, უფრო მეტიც, გარემოს აბინძურებენ, ეს არ არის ბიზნესი. ბიზნესი არის საქმე, რომელსაც აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ არის შეკრული მაფიასთან და იხდის გადასახადებს, სწორედ ამ ბიზნესს დავამკვიდრებთ ჩვენ ამ ქვეყანაში", — განაცხადა ხაზარაძემ.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები