საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა, რისი დასტურიც გუშინ, ევრონიუს საქართველოს ოფიციალურ გახსნაზე დასწრება და დღეს შარლ დე გოლის წერილების წინანდლის მუზეუმისათვის გადაცემაა.

"ალბათ ვერასოდეს ვიოცნებებდით და მეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი ახალგაზრდობაში, რომ აქ ვიქნებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავესწრებოდი ასეთ ზეიმს — წინანდლის მუზეუმისათვის გენერალ დე ოგოლის წერილების გადაცემის პროცესს", — ვკითხულობთ პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბიშვილი წერს იმასაც, რომ საქართველო და საფრანგეთი, ძალიან განსხვავებული და ამავდროულად, ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებული ქვეყნები არიან, თუნდაც იმით, რომ ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ამ ორივე ქვეყნისთვის ყოველთვის იყო მათი იდენტობის განუყოფელი ნაწილი.

"ჩვენ კიდევ ერთი რამ გვაკავშირებს - ის ფაქტი, რაც დე გოლის დროს მოხდა, ის ძალიან დიდი საჩუქარი საფრანგეთისგან, როცა საფრანგეთმა დე გოლის პირადი გადაწყევტილებით დაუბრუნა საქართველოის ის განძი, რომელიც პოლიტიკურ ემიგრაციაში ექვთიმე თაყაიშვილის დიდი ღვაწლით გადარჩა და შენარჩუნდა. დე გოლმა კი, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით განძის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოხდა იმ დროს, როცა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, როცა ის იყო კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო" — განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ "რაღაც ისტორიული განზომილების" ძალიან სწორ ადგილზე ჩამოვიდა დე გოლის კორესპონდენცია, "აქ ის ძალიან დაფასებული იქნება", ხოლო მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმში მისვლისას საფრანგეთის სწორედ ამ ნაწილის გაცნობის საშუალება ექნება.