"ჩვენ მხოლოდ თქვენთვის ვქმნით ინტერიერის მოწყობის ფილოსოფიას" — ასეთია ლოგანი, რომელსაც გალერეა რუმ დიზაინის გუნდი განუხრელად მისდევს აგერ უკვე
15 წელია.

მულტიბრენდული შოურუმი ცდილობს თავისი მომხმარებელი მხოლოდ ხარისხიანი ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალებით გაანებივროს და ადგილზე მისულს სრული კომფორტი შეუქმნას, რათა მისთვის რემონტის მოსაწყენი პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს. ამაში განსაკუთრებით დიდი წვლილი შოურუმის კვალიფიციურ კონსულტანტ-დიზაინერებს მიუძღვით, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან ინტერიერისა და არქიტექტურისადმი მიძღვნილ გამოფენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს გამოცდილება მათ ეხმარება მუდივად ადევნონ თვალი უახლეს ტრენდებს და მათი გათვალისწინებით მომხმარებლებს კვალიფიციური რჩევები მისცენ ინტერიერის მოსაწყობი მასალების შერჩევაში - იქნება ეს ფარდები, შპალერი, ავეჯი, დეკორატიული განათება თუ კერამიკისა და კერმოაგრანიტის ფილები.

გარდა ამისა, ამერიკის და ევროპის გამოფენებზევე წყდება რომელი ბრენდები იქნება წარდგენილი შემდგომში შოურუმში, რათა მომხმარებელი მუდმივად განახლებულ კოლექციებს გაეცნონ.

ფოტო: გალერეა რუმ დიზაინი

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის უამრავ ევროპულ ბრენდთან ოფიციალური კონტრაქტი მოქნილი საფასო პოლიტიკის გატარების და ხარისხიანი პროდუქციის დროულად მიღების შესაძლებლობას იძლევა, მისი მთავარი უპირატესობა მაინც უმაღლესი დონის სერვისი და მომხმარებელთან ინდივიდუალური დამოკიდებულებაა. ადგილზე მისულს კომფორტულ გარემოში პროფესიონალი კონსულტანტ-დიზაინერები გემსახურებიან - გისვამენ კითხვებს, რომ მეტი გაიგონ თქვენი სივრცის, სურვილებისა და გემოვნების შესახებ და ყოველივე ამის გათვალისწინებით, თქვენთვის და თქვენი საცხოვრებლისთვის მაქსიმალურად შესაფერისს პროდუქტს გთავაზობენ. ფაქტობრივად, მომხმარებელი ორმაგად მოგებული რჩება, რადგან მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენასთან ერთად უფასოდ იღებს ინტერიერის დიზაინერის კონსულტაციას. ეს ყველაფერი კი კომპანიისადმი მომხმარებლის მაღალ ლოიალურბას განაპირობებს, რასაც წლების განმავლობაში ინარჩუნებენ. ცალკე აღსანიშნავია, შეძენის შემდგომი მომსახურებაც. საფარდე ქსოვილის და ჟალუზების შეძენის საფასურშივე შედის ადგილზე ვიზიტი და მათი დაკიდება-მონტაჟი.

გალერეა რუმ დიზაინის გუნდი კიდევ ერთი ინოვაციური სერვისით ამაყობს, რომლის
ანალოგიც იშვიათია საქართველოში. რუმ დიზაინ კომფორტის ფარგლებში მომხმარებლებს, რომელთაც თავად არ აქვთ დრო შოურუმში ვიზიტისთვის, შეუძლიათ მათთვის სასურველ ადგილზე ისარგებლონ კომპანიის სერვისით - გამოიძახონ გაყიდვების მენჯერი და დიზაინერი შესაბამისი სასაქონლო კატალოგებით და ბინიდან გაუსვლელად შეარჩიონ პროდუქცია. ამ სერვისის კიდევ ერთი პლიუსი ისაა, რომ ამ შემთხვევაში ინტერიერის დიზაინერი ადგილზე სტუმრობს მომხმარებელს და მაქსიმალურად სწორად ახდენს სივრცის სიტუაციურ ანალიზს.

ფოტო: გალერეა რუმ დიზაინი

მომავალში კომპანია კიდევ სხვადასხვა კატეგორიის დამატებას და ინოვაციური სერვისების დანერგვას გეგმავს, რათა მომხმარებლისთვის სახლის მოწყობა მაქსიმალურად სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს.