აუცილებელია განათლების სისტემის დეპოლიტიზება — საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივა
საზოგადოებრივი ორგანიზაციები განათლების სისტემის დეპოლიტიზებისა და არჩევნების დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარების მიზნით, კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. კომისიის შექმნის ინიციატივის განცხადებას 38 ორგანიზაცია აწერს ხელს.
ორგანიზაციების განმარტებით, კომისიის მიზანი განათლების სისტემისა და სასკოლო საზოგადოების პოლიტიკური ზეგავლენისაგან დაცვა და შესაბამისი რეაგირება იქნება.
მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, 2012 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, განათლების სამინისტროს ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტს განათლების სისტემის დეპოლიტიზება წარმოადგენდა, იგი ვერ განხორციელდა.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად იძენს. მათი თქმით, პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პირების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
"აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საჯარო სკოლების პედაგოგებს კანონით აეკრძალათ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო საათების განმავლობაში ან, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ, ასევე, მნიშვნელოვანია კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი არ გადაიქცეს სკოლებზე ადმინისტრაციული ზეწოლის ბერკეტად. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროს ეს პროცესები გადადონ არჩევნების დასრულებამდე ან წარმართონ ის ღიად და გამჭვირვალედ.
"აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული შემოწმების შედეგები არ დაექვემდებაროს სკოლის ადმინისტრაციის საჯარიმო თუ სხვაგვარ პასუხისმგებლობას", — აღნიშნულია განცხადებაში.
ისინი, ასევე, მოუწოდებენ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ კომისიას დარღვევების შემთხვევაში. კომისია, ასევე, ითანამშრომლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებთან ინფორმაციის გაცვლისა და დარღვევათა გამოვლენის მიზნით.
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
კომენტარები