ლელოს წევრები, მამუკა ხაზარაძე და ანა ბიბილაშვილი ტყიბულში მეშახტეებს შეხვდნენ
ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი ტყიბულში მეშახტეებს შეხვდნენ და იქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას მამუკა ხაზარაძემ ტყიბულის მეშახტეების სამუშაო პირობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მეშახტეების შრომის უსაფრთხოების პირობები მინიმუმამდეა დასული, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ლელოს თავმჯდომარემ ტყიბულის საწარმოს გაუმართაობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი ახალი და გამართული ტექნოლოგიებით აღჭურვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"სერიოზული ახალგაზრდა პროფესიონალებითა და კონკრეტული გეგმით ვართ შეიარაღებულები, რომ ეს გაუსაძლისი მდგომარეობა შევცვალოთ. ვიცი, რომ შრომის პირობები ნებისმიერ სტანდარტზე შეუსაბამოა. თუ რეალური ცვლილება არ მოხდა საწარმოში, ამ ტექნოლოგიით და დღეის მდგომარეობით, პერსპექტივის შანსი მცირეა. ამიტომ ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით პროგრამაში გვაქვს შეტანილი, გვაქვს გეგმა, რომელიც 4 წელში ამ ქვეყანას რადიკალურად შეცვლის. ტყიბულში უნდა მოვიზიდოთ სერიოზული ინვესტიცია, რომ ეს საწარმო გახდეს ეფექტური და არა ისეთი, როგორიც დღესაა. ტყიბულის საწარმოს 50% დღეს თითქმის დანაკლისია, რადგან ძველი ტექნოლოგია და შრომის რთული პირობებია. ასეთ პირობებში შრომა გადარჩენისთვის ბრძოლაა. თუ სიახლეზე არ გადავეწყვეთ, ასეთ მდგომარეობაში მოგვიწევს ყოფნა, რაც შეუძლებელია. მეშახტეობა არის ძალიან მძიმე და ვაჟკაცური პროფესია, ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვანაირი მხარდაჭერა და, უპირველეს ყოვლისა, შრომის უსაფრთხოების დაცვა. ლელოს "მარშალის გეგმით" ჩვენ შევქმნით ისეთ პირობებს, სადაც ინვესტიცია შემოვა არამარტო ტყიბულში, არამედ ყველა იმ საწარმოში, რომელიც დღეს არის გაჩერებული ან არის ნაკლებად ეფექტური. ერთდროული ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკის არის ერთადერთი გამოსავალი. მარტივად რომ ვთქვათ, არამარტო ტყიბულს, არამედ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წელში ქვეყანას შევცვლით უკეთესობისკენ, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ საქმე", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ტყიბულში მეშახტეებთან შეხვედრის დროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეშახტეებმა დაცულ გარემოში უნდა იმუშაონ.
"ლელოსთვის პრიორიტეტული არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა მოერგოს იმას, რომ ადამიანები მუშაობდნენ და გრძნობდნენ თავს დაცულად", — აცხადებს ანა ბიბილაშვილი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები