სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ სერიალ სექსი დიდ ქალაქშის კინოვერსიის მესამე ნაწილი გამოვა.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოთხივე მსახიობი თანახმაა ამ გამოწვევის მისაღებად. დიახ, ლეგენდარული მეგობრობის ისტორია დიდ ქალაქში გრძელდება", - ამბობს წყარო, რომელმაც ჟურნალისტებს ეს ამბავი შეატყობინა.

HBO-ს სერიალი ეკრანზე 1998 წელს გამოვიდა და მაშინვე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. შოუს, რომელმაც ტაბუ მრავალ თემას ახადა, რევოლუციური და პროვოკაციული უწოდეს. სერიალი ოთხი სრულიად განსხვავებული მეგობრის ცხოვრებაზე გვიყვება. სამი მათგანი 30 წელსაა გადაცილებული, ერთი კი - 40-ს. სარა ჯესიკა პარკერმა, კრისტენ დევისმა, სინტია ნიქსონმა და კიმ კეტროლმა ქალის ოთხი უნივერსალური ტიპი მოირგეს: ბოჰემური ჟურნალისტი ქერი, რომანტიკული და ტრადიციების მოყვარული შარლოტა, საქმიანი მირანდა და სექსუალური სამანტა.

სერიალის ბოლო სერია ეთერში 2004 წლის 22 თებერვალს გავიდა, ხოლო მისი კინოვერსიის მეორე ნაწილის პრემიერა 2010 წელს შედგა. როგორც ცნობილია, მესამე ნაწილის გადაღებები 2017 წლის ზაფხულში დაიწყება.