ქუთაისში სარკინიგზო ელექტროსამუშაოების შესრულების დროს ორი მუშა დაიღუპა. შემთხვევა, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა და სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.