მალე საქართველოში ფეისბუქის ყალბი ამბების გადამოწმების პროგრამა გაეშვება
Facebook პარტნიორებთან ერთად საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გაუშვებს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში Facebook ითანამშრომლებს ადგილობრივ ორგანიზაციებთან, FactCheck Georgia-სა და მითების დეტექტორთან.
მოქმედების პრინციპი შემდეგნაირია: თუ მომხმარებელი რომელიმე ფეისბუქპოსტს ან ახალ ამბავს საეჭვოდ მიიჩნევს, შეუძლია, ამის შესახებ ფეისბუქს აცნობოს და შესაბამისი ველი მონიშნოს.
საეჭვოდ მონიშნული კონტენტის სიზუსტეს მითების დეტექტორი და FactCheck განიხილავენ, შეაფასებენ და შემდეგ ამ ინფორმაციას Facebook-ს მიაწვდიან. ინფორმაციას, რომელსაც ისინი სიყალბედ შეაფასებენ, Facebook საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში განათავსებს.
კომპანიის განცხადებით, ეს შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და, ასევე, შემცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომელთაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს.
დამატებით, მითების დეტექტორისა და FactCheck-ის მიერ ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook თვალსაჩინოდ მონიშნავს. მომხმარებლებს კი, რომლებიც ყალბ ამბავს გააზიარებენ, შესაბამისი შეტყობინება მიუვათ.
იმ გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ეცდებიან, გააზიარონ ცრუ ინფორმაცია, ავტომატურად შეეზღუდებათ მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობები.
On.ge-ს კითხვაზე, რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ეს პროგრამა, Facebook-ში პასუხობენ:
"მას შემდეგ, რაც კონტენტი ფაქტების შემმოწმებლის მიერ მცდარად შეფასდება, ჩვენ ვამცირებთ მის გავრცელებას და ვუთითებთ გამაფრთხილებელ ნიშანს უფრო მეტი ინფორმაციით. შემოწმებული ფაქტის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მსგავსი ისტორიების გამოვლენა, რაც ყალბი ამბის დუბლიკატების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება.
ჩვენი დამოუკიდებელი ფაქტჩეკერი პარტნიორების მიერ შემოწმებული 7 500-მდე მასალის მიხედვით, აპრილის თვეში ჩვენ გამაფრთხილებელი ეტიკეტები დაახლოებით 50 მილიონამდე სტატიას მივუთითეთ, რომელიც COVID-19–ს ეხებოდა. მაგალითად, მარტის თვის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებელი ფაქტჩეკერი პარტნიორების 4 000-მდე სტატიის საფუძველზე, ფეისბუქზე გაფრთხილება დავაწესეთ კორონავირუსთან დაკავშირებულ 40 მილიონ პოსტზე. როცა ხალხმა ეს გამაფრთხილებელი ეტიკეტები დაინახა, 95%-ის შემთხვევაში ისინი ორიგინალი კონტენტის სანახავად არ გადასულან".
აღნიშნული პროგრამა Facebook-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგია ახალი ამბების ავთენტურობის დადგენასა და მათი ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
"დაარსების დღიდან, ანუ 2013 წლიდან, FactCheck Georgia ცდილობს, ხელი შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელების შემცირებას და საინფორმაციო სივრცეში სიმართლის გავრცელებას. Facebook-თან პარტნიორობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ჩვენი მუშაობა იყოს ბევრად უფრო ეფექტური. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, გვქონდეს წვდომა Facebook-ის ათასობით მომხმარებელზე, რომელიც, შესაძლოა, იყოს დეზინფორმაციის მსხვერპლი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პარტნიორობა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა. ეს კი დაგვეხმარება, რომ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის ვირუსული გავრცელება მინიმუმამდე დავიყვანოთ და, შესაბამისად, არჩევნების დემოკრატიულ საფუძვლებსაც საფრთხე ნაკლებად დაემუქრება", — აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი, FactCheck Georgia-ს დამფუძნებელი.
სტრატეგიის მიხედვით, Facebook-ი აუქმებს ანგარიშებს და შლის კონტენტს, რომელიც არღვევს კომპანიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს, ან სარეკლამო პოლიტიკას. შედეგად, მცირდება ცრუ ინფორმაციისა და არაავთენტური კონტენტის გავრცელების შანსი.
"გვიხარია, რომ FactCheck Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას", — აცხადებს Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერი, სოფი აიარსი.
მითების დეტექტორის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ კინწურაშვილი აღნიშნავს, რომ ამ პროგრამის ჩაშვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ.
"მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ფაქტების გადამოწმებისა და მითების გამოვლენის პლატფორმა მითების დეტექტორი 2014 წელს შექმნა. ეს პლატფორმა შეიქმნა სიმართლის დასადგენად და დეზინფორმაციის შესახებ საზოგადოებისა და ინსტიტუტების ინფორმირებისთვის. როდესაც პლურალისტური პლატფორმები და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიცაა მედია, ბოროტად გამოიყენება, ჩვენი, როგორც ფაქტების გადამოწმების პლატფორმის მოვალეობაა, ამის შესახებ საზოგადოებას შევატყობინოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ და სანდო მედია პლატფორმების მიმართ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ. დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა შეეძლოს, განასხვაოს დეზინფორმაცია სიმართლისგან, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. საქართველოში Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს პროგრამა საარჩევნო პროცესის დეზინფორმაციისგან დასაცავად დაგვეხმარება", — აღნიშნავს მითების დეტექტორის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ კინწურაშვილი.
დღეისათვის, Facebook-ს მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომელიც 50 ენაზე ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების ჩადებას, რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს.
მითების დეტექტორი, ისევე, როგორც FactCheck Georgia სერტიფიცირებულია ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის მიერ.
ფეისბუქის ფაქტების გადამოწმების პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება.
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები