NGO-ების განცხადება ახალგაზრდობის სააგენტოში ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე და სააგენტოს პასუხი
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობის მიერ შექმნილი ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდობის მრჩეველთა საბჭოში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების ჩართვას ითხოვენ. მათი განცხადებით, 2019 წლის აგვისტოში შექმნილმა ახალგაზრდობის სააგენტომ 23 ახალგაზრდისგან შემდგარი ახალგაზრდობის მრჩეველთა საბჭო ჩამოაყალიბა, რომელიც ქვეყნის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ვერ ასახავს. მათივე თქმით, საბჭო არადომინანტური ეთნიკური ჯგუფის არცერთ წარმომადგენელს არ აერთიანებს.
"მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელსაც აქვს ამბიცია, ახალგაზრდობის მრჩეველთა საბჭოს სახით შექმნას სივრცე, რომელიც იქნებოდა "შესაძლებლობების შემქმნელი პლატფორმა ყველა ახალგაზრდისთვის" სააგენტოს დასახულ მიზანს ვერ ამართლებს", — წერია NGO-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციების განცხადებით, მისასალმებელია, რომ სააგენტოს და საბჭოს დეკლარირებული პოზიცია საქართველოს ყველა რეგიონში ყველა ახალგაზრდის საჭიროებების, გამოცდილებების და წუხილების დანახვა, ამ საკითხზე მუშაობა და ქვეყნის დღის წესრიგში დაყენებაა. თუმცა, მათივე თქმით, დეკლარირებული პოზიციის მიუხედავად, ან ისინი სიტყვა "ყველაში" საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ ახალგაზრდებს არ მოიაზრებენ, ან კიდევ არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებთან მუშაობის პროცესში მოძველებულ მიდგომებს იყენებენ.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა საქართველოში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების გარიყვის, გულგრილობისა და არაღიარების პრაქტიკას და მეთოდებს კიდევ ერთხელ აჩვენებს და ადასტურებს.
EMC-ის გარდა, განცხადებას ხელს აწერენ:
- პლატფორმა სალამ;
- სოლიდარობის პლატფორმა;
- ეი სი თი (ACT) ახალგაზრდული ორგანიზაცია.
ისინი ახალგაზრდობის სააგენტოს მიმართავენ და ახალგაზრდობის მრჩეველთა საბჭოში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინკლუზიას ითხოვენ.
თავად ახალგაზრდობის სააგენტოში აცხადებენ, რომ საბჭოს წევრების შესარჩევად ქვეყნის მასშტაბით ღია კონკურსი ჰქონდათ გამოცხადებული და რომ ოკუპირებული ტერიტორიების შეზღუდვით ახალგაზრდებს საქართველოს ყველა რეგიონიდან იწვევდნენ. სააგენტოში აცხადებენ, რომ რადგან პროექტი საპილოტეა, ახალგაზრდობის აქტივობა დიდი არ იყო, თუმცა, მათივე თქმით, მის პოპულარიზებას ცდილობდნენ.
"აპლიკაციებში მხოლოდ ერთი განაცხადი იყო შემოსული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელის, რომელიც პროექტისთვის შეირჩა, თუმცა მალევე პირადი მიზეზების გამო პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რაც თავისთავად გულდასაწყვეტია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საბჭოში წარმოდგენილია თემაზე მომუშავე ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ მაქსიმალურად შევეცადეთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით გაგვევრცელებინა ინფორმაცია ღია კონკურსის შესახებ, თუმცა ამისდამიუხედავად საპილოტე წელს ბევრი განაცხადი არ შემოსულა", — აცხადებენ სააგენტოში.
ისინი დაინტერესებულ პირებს ოქტომბერში საბჭოს პირველი სხდომისა და ბიუროს ფორმირების შემდეგ, საბჭოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დაკავშირებას სთავაზობენ, რათა მათთან ერთად მომავალი თანამშრომლობის ფორმაზე შეთანხმდნენ.
ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსების წყაროები სახელმწიფო ბიუჯეტი, მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი და კანონმდებლობით დართული სხვა შემოსავალია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები