საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59% მომდევნო პრემიერმინისტრის პოსტზე პარტიასთან ასოცირებულ პირს ისურვებდა, 16% კი — პარტიასთან არააფილირებულ პოლიტიკოსს.

ფოტო: IRI

რაც შეხება კითხვას, თუ ვინ უნდა აირჩიოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, 44% პასუხობს, რომ ის პარლამენტის უმრავლესობამ, 36%-ს კი მიაჩნია, რომ მომდევნო მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტის მრავალპარტიულმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს.

ფოტო: IRI

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები აიფიემმა განახორციელა. მონაცემები მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. შერჩევა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს მოიცავდა. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით გახდა შესაძლებელი.