საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ხმის მიცემისთვის გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი პოლიტიკურ პარტიაში მყოფი პირი ან კანდიდატები არიან. ასეთი მოსახლეობის 33 პროცენტი აღმოჩნდა.

კვლევის მიხედვით, 23 პროცენტისთვის მნიშვნელოვანია წარსულში პარტიის მიერ გაკეთებული საქმეები, 15 პროცენტისთვის მთავარია კანდიდატის პოლიტიკურ პარტიასთან აფილაცია. 14 პროცენტი უპირატესობას დაპირებებსა და პროგრამას ანიჭებს, ხოლო 7 პროცენტი წინასაარჩევნო კამპანიასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს უსვამს ხაზს.

ფოტო: IRI

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები აიფიემმა განახორციელა. მონაცემები მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. შერჩევა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს მოიცავდა. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი.