საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 10% ქართული ოცნების მთავარ წარუმატებლობად უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლას ასახელებს. 9%-ს არსებული ეკონომიკური სიტუაცია მიაჩნია, ამდენივე პროცენტი მოქმედი ხელისუფლების მთავარ პრობლემად ცრუ დაპირებებს ასახელებს. 6%-ს გაზრდილი კრიმინალი აწუხებს, 3%-ს — კოჰაბიტაცია.

ფოტო: IRI

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები აიფიემმა განახორციელა. მონაცემები მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. შერჩევა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს მოიცავდა. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით გახდა შესაძლებელი.