საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 64% ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

კითხვაზე, როგორ შეიცვალა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის დროს, გამოკითხულთა 25% პასუხობს, რომ "ძალიან გაუარესდა", ხოლო 39% ამბობს, რომ "მეტ-ნაკლებად გაუარესდა".

ფოტო: IRI

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები აიფიემმა განახორციელა. მონაცემები მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. შერჩევა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს მოიცავდა. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით გახდა შესაძლებელი.