კორონავირუსის პანდემიის გამო, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ისევ ონლაინ ფორმატში გაიმართება.

XXII ფესტივალი ოფიციალურად 25 სექტემბერს 12:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.

აქამდე ონლაინ ფორმატში გაიმართა 30-31 მაისს დაგეგმილი ფესტივალი.